Monday, May 18, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ყველაზე  საინტერესო  და  და ემოციურად  დატვირთული  დღე  იყო.
დღეს  შედგა პროექტების  პრეზენტაცია. საინტერესო  იყო კოლეგების  შენიშვნები  და  რეკომენდაციები.
ჩემთვის  ეს  ტრენინგი მრავალმხრივ იყო საინტერესო, - ვისწავლე პროექტის  ახლებურად  შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების  ეფექტურად დაკავშირება არჩეულ  პროექტთან და, რაც  მთავარია, საკუთარი  შესაძლებლობების  მაქსიმალურად  გამოყენება.
მადლობას  ვუხდი  ჩვენს  ტრენერს  ხათუნა  რუსიეშვილს  სწავლების დროს ჩვენ მიმართ გამოჩენილი  ყურადღებისა და  მოთმინებისათვის.

Saturday, May 16, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ავტვირთეთ პროექტის  სრული პორტფოლიო.
დავათვალიერეთ  ერთმანეთის  ნაშრომები  და  გამოვთქვით შენიშვნები  და  მოსაზრებები.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Wednesday, May 13, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

შევქმენი  და  ავტვირთე  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  -  პრეზენტაცია.
განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების საკითხები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - პრეზენტაცია



Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე მოსწავლეების შექმნილი  ბუკლეტი.
ბუკლეტი  ავტვირთეთ  ბლოგზე.
ვიმუშავეთ შეფასების  სქემებზე.

მოსწავლეების მიერ შექმნილი ბროშურა

მოსწავლეების შექმნილი  ბროშურა: 

Wednesday, May 6, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


შევქმენით  პორტფოლიო პრეზენტაციისთვის.
ვისწავლეთ ინტერნეტიდან  საჭირო  მასალის  მოპოვება, პორტფოლიოს  ატვირთვა  ბლოგზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია



Saturday, May 2, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ვისაუბრეთ  სასწავლო  პროექტის დაგეგმვაზე და განვიხილეთ რამდენიმე  აქტივობა, რომელიც  ხელს  უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას. მაგალ:  მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების   ფორმულირება
ვისწავლეთ სასწავლო პროექტის  დაგეგმვა სტანდარტის  გათვალისწინებით.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მეორე დღე

კომპიუტერული  უნარების გამოყენების  თვალსაზრისით დღემ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა.
ახალი  მეთოდების  გაცნობამ  ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
კითხვებს  ბოლო  არ  უჩანდა!


Wednesday, April 22, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის  სასწავლო  კურსი ძალიან  მჭირდებოდა, რადგან  თანამედროვე  გაკვეთილის  ჩასატარებლად აუცილებელია  ახლებური  მიდგომები. თანამედროვე ტექნოლოგიები  საშუალებას  მაძლევს ჩავატარო 21-ე საუკუნის  სკოლას  მორგებული  გაკვეთილი.